0

აა აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აო აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აყ აშ აჩ აც აძ აწ აჭ ახ აჯ აჰ
არ არ არა არბ არგ არდ არე არვ არზ ართ არი არკ არლ არმ არნ არო არპ არჟ არს არტ არუ არფ არქ არღ არყ არშ არჩ არც არძ არწ არჭ არხ არჯ

არღუნი

  1. სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ჭონქაძის თემის საკრებულო), მდინარე დუშეთისხევის სათავეში, ალევის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან – 1200 მეტრი, დუშეთიდან – 7 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 194 კაცი.
  2. მდინარე საქართველოსა (დუშეთის მუნიციპალიტეტი) და ჩეჩნეთში, მდინარე სუნჯის მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 148 კილომეტრი, აუზის ფართობი 3,4 ათასი კვ.კმ. იწყება საქართველოში, პირიქითა ხევსურეთში, კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, დათვისჯვრის უღელტეხილის მახლობლად. ზემო დინებაში არღუნი მთის სწრაფი მდინარეა, შუაწელში არღუნის ხეობა განიერდება, ქვემო დინებაში ვაკეზე გამოდის. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით, აგრეთვე მარადიული თოვლისა და მყინვარების წყლით. წყალდიდობა გაზაფხუზე იცის, წყალმცირობა - ზამთარში. მთავარი შენაკადებია ანდაქი (საქართველოს ფარგლებში) და შაროარღუნი.
  3. ქალაქი რუსეთის ჩეჩნეთის რესპუბლიკაში.
    Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9