0

სა სბ სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სს სტ სუ სფ სქ სყ სც სწ სხ სჯ
სა საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ საჟ სარ სას სატ საუ საფ საქ საღ საყ საშ საჩ საც საძ საწ საჭ სახ საჯ საჰ

საგარეჯოს მუნიციპალიტეტი

(1933 წლამდე გარეკახეთის რაიონი)

- ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის მხარეში.

- 1917-29 წლებში შედიოდა თბილისის მაზრაში, 1929 წლიდან გარეკახეთის რაიონის სახელწოდებით – თბილისის ოლქში, 1930 წლიდან დამოუკიდებელი მუნიციპალიტეტია.

- სამხრეთით ესაზღვრება აზერბაიჯანს, დასავლეთით - გარდაბნის და მცხეთის, ჩრდილოეთით - თიანეთის, ახმეტისა და თელავის, აღმოსავლეთით - გურჯაანისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებს.

- ფართობი 1515 კვ.კმ.

- მოსახლეობა - 60 ათასზე მეტი.

- 1 ქალაქი (საგარეჯო) და 43 სოფელი: ბადიაური, ბოგდანოვკა, გიორგიწმინდა (ანთოკი, მარიამჯვარი), გომბორი (ასკილაური, ვაშლიანი, ვერონა, რუსიანი), დიდი ჩაილური, დუზაგრამა (პალდო, წიწმატიანი), ზემო ყანდაურა, თოხლიაური, თულარი (კაზლარი), იორმუღანლო (ლამბალო, ქეშალო), კაკაბეთი (ვერხვიანი), კოჭბაანი (ბოტკო, გორანა, იკლივგორანა, ოთარაანი, სასადილო, ხინჭები), კრასნოგორსკი, მანავი (ბურდიანი), ნინოწმინდა (წყაროსთავი), პატარა ჩაილური, პატარძეული, უდაბნო, უჯარმა (პალდო), ქვემო ყანდაურა, შიბლიანი, ხაშმი.

- ძირითადი ისტორიული ძეგლები: ბოჭორმის (X-XI ს.ს.), ნინოწმინდის (VI ს.) ანსამბლები, დავითგარეჯის სამონასტრო გამოქვაბულთა კომპლექსი (VI ს), უჯარმის ციხე-ქალაქი (V ს.), კაწარეთის სამება (VI-VII ს.ს.) ხაშმის მისამოებში.

Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9