0

სა სბ სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სს სტ სუ სფ სქ სყ სც სწ სხ სჯ
სა საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ საჟ სარ სას სატ საუ საფ საქ საღ საყ საშ საჩ საც საძ საწ საჭ სახ საჯ საჰ

სავანე

  1. ბინა, სადგომი, სამყოფელი.
  2. მონასტერი.
  3. სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში (არგვეთის თემის საკრებულო), მდებარეობს იმერეთის მაღლობზე, მდინარეების იზვარისა და ლაშურის (ყვირილის სისტემა) წყალგამყოფზე. ზღვის დონიდან – 500 მეტრი, საჩხერიდან – 7 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2175 კაცი. წყაროებში პირველად მოხსენიებულია XI საუკუნეში. სოფელში შემონახულია წმინდა გიორგის ეკლესია, რომელიც აგებულია ასევე XI საუკუნეში. ამ ეკლესიას გარშემო ერტყა გალავანი, რომელიც მტერთა შემოსევისას იცავდა. ახლაც არის შემორჩენილი გალავნის ნანგრევები, ხოლო ამ ეკლესიის ეზოში აკაკის ძიძისეული სახლია.
    Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9