უღელტეხილი ქარელის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ტანისა და ძამის წყალგამყოფზე. ზღვის დონიდან – 2200 მეტრი. გადასასვლელი მდინარე ტანის (ატენის ხეობის) სათავეებიდან (გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოშურიდან) მდინარე ძამის ხეობაში (ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ გვერძინეთში).
მთა ქარელის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, აბულოს უღელტეხილის სამხრეთით, გვირგვინას ქედზე (სიმაღლე – 2250 მეტრი).
სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტში (ზღუდერის თემის საკრებულო). მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ძამის სათავეში. ზღვის დონიდან 1480 მეტრი. ქარელიდან 35 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით, სოფელში აღარავინ ცხოვრობს).
Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]