სოფელი ტყიბულის მუნიციპალიტეტში (საწირის თემის საკრებულო). მდებარეობს ტყიბულის წყალსაცავის დასავლეთით. ზღვის დონიდან – 600 მეტრი, ტყიბულიდან – 3 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 184 კაცი. სოფელში მდებარეობს ტყიბულის ჩაის ფაბრიკა. სოფელში გადის ქუთაისი-ტყიბულის საავტომობილო გზა და სარკინიგზო მონაკვეთი.
Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]