![]() |
![]() | |
- ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული დასავლეთ საქართველოში, იმერეთის მხარეში.
- 1917 წლამდე შედიოდა ქუთაისის გუბერნიის შორაპნის მაზრაში, 1930 წლამდე ქუთაისის ოლქში, 1939 წლამდე ჭიათურის რაიონში, მას შემდეგ დამოუკიდებელი რაიონია.
- მდებარეობს მდინარეების ყვირილის და ძირულის ზემო და შუა დინებების აუზში.
- მოსაზღვრე მუნიციპალიტეტებია: ჩრდილოეთით – ამბროლაურის და ონის, აღმოსავლეთით – ჯავისა და ყორნისის (ყოფილი ზნაურის), სამხრეთით - ხაშურისა და ხარაგაულის, დასავლეთით - ჭიათურის.
- რელიეფი საშუალო და დაბალმთიანია, მუნიციპალიტეტის ჩრდილოეთი ნაწილი განლაგებულია რაჭის ქედის სამხრეთ კალთაზე, სამხრეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი კი - იმერეთის მაღლობზე.
- ფართობი - 973 კვ.კმ. (საქართველოს მთელი ტერიტორიის 1,4%).
- მოსახლეობა - 47 ათასი (2008 წ).
- სიმჭიდროვე - 48 კაცი კვ.კმ-ზე.
- მოსახლეობის 99,4% ქართველია; 0,3% - ოსი; 0,2% - რუსი.
- 1 ქალაქი - საჩხერე.
- 1 სოფლის (ქორეთს) და 11 თემის საკრებულო: არგვეთის (8), გორისის(2), კორბოულის (3), მერჯევის (2), საირხის (3), სარეკის (3), ჩიხის (5), ცხომარეთის (2), ჭალის (16), ჭალოვანის (5), ჯალაურთის (2).- 52 სოფელი: არგვეთი, ბახიოთი, ბაჯითი, გამოღმა არგვეთი, გორისა, დარყა, დრბო, დუნთა, ვაკისა, ზედა ორღული, ზემო ქარძმანი, თედელეთი, ივანწმინდა, ირტავაზა, იცქისი, კალვათა, კორბოული, ლიჩი, მახათაური, მერჯევი, მოძვი, მოხვა, ნიგვზარა, პერევი, სავანე, საირხე, საკოხია, სარეკი, სინაგური, სპეთი, სხვიტორი, ტბეთი, ქვედა ორღული, ქვემო ქარძმანი, ქვემოხევი, ქორეთი, ღოდორა, ღონა, შალაური, შომახეთი, ჩიხა, ცხამი, ცხომარეთი, ჭალა, ჭალოვანი, ჭორვილა, ჭურნალი, ხახეთი, ხვანი, ჯალაბეთი, ჯალაურთა, ჯრია.
![]() | Top 10 • Feedback • Login | ![]() |
© 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |