სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ფასანაურის სადაბო საკრებულო), ალევის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე ხანდოსხევის (მთიულეთის არაგვის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან – 1860 მეტრი, დუშეთიდან – 51 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 7 კაცი.
Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]