ძუძუმწოვარი ცხოველი დელფინისებრთა ოჯახისა. აფალინას სიგრძე 2,5-3,9 მ-მდეა, მასა 280 კგ-მდე. გავრცელებულია ფართოდ (არქტიკულ და ანტარქტიკულ წყლების გარდა). გვხვდება შავ ზღვაში, ძირითადად ყირიმის სანაპიროებთან.
Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]