დაბა (1934 წლიდან) ქარელის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მტკვრის ხეობაში, ზღვის დონიდან - 640 მეტრი, ქარელიდან - 6 კილომეტრი, თბილისის ჩრდილო-დასავლეთი მიმართულებით 100 კილომეტრ მანძილზე. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 3,5 ათასი კაცი.
სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (ჭელიაღელის თემის საკრებულო), მდინარე ხოტეურას სათავეში, ტყიბულ-ამბროლაურის გზატკეცილზე. ზღვის დონიდან - 1040 მეტრი, ამბროლაურიდან - 10 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 164 ადამიანი.
სოფელი ახალციხის მუნიციპალიტეტში. მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე. თემის ცენტრი (მოიცავს 5 სოფელს: აგარა, გურკელი, ზიკილია, საყუნეთი, წინუბანი) ზღვის დონიდან - 955 მეტრი, ახალქალაქიდან - 17 კილომეეტრი 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 393 კაცი.
სოფელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში (ორთაბათუმის თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარე ყოროლისწყლის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 200 მეტრი, შავი ზღვიდან - 5 კილომეტრი, ხელვაჩაურიდან - 12 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 911 კაცი.
სოფელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში (თხილნარის თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარე ჭოროხის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 500 მეტრი, შავი ზღვიდან - 17 კილომეტრი, ხელვაჩაურიდან - 7 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 258 კაცი.
სოფელი ხულოს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე საყევარას მარცხნივ. სოფლის საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან - 1280 მეტრი, ხულოდან - 13 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 908 კაცი. სოფელში არის შუა საუკუნეების ძეგლი „ნასაყდრალი“.
ქედის მუნიციპალიტეტის სოფლების ზედა აგარის და ქვედა აგარის გავრცელებული სახელი.
Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]