0

სა სბ სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სს სტ სუ სფ სქ სყ სც სწ სხ სჯ
სხა სხდ სხე სხვ სხი სხლ სხმ სხო სხრ სხუ სხჭ

სხალტბა

  1. სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში (წეროვნის თემის საკრებულო), სხალტბის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. ზღვის დონიდან – 860 მეტრი, მცხეთიდან – 20 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 3 კაცი. სოფლის დასავლეთით 1,5 კილომეტრზე, სასაფლაოზე, დგას ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი – აგურით ნაგები ერთნავიანი ეკლესია; სამხრეთის კარის თავზე მოთავსებული წარწერის თანახმად, ეკლესია 1669 წელს ეკლესია აუშენებია ივანე ზედგენიძის ძეს სახლთუხუცესს შიოშსა და მის მეუღლეს თამარს. აღსანიშნავია აგრეთვე თამარ მეფის დროს (1202 წ) სხალტბიდან შიომღვიმის მონასტრისთვის გაყვანილი წყალსადენი, რაც იმ დროისათვის რთულ ჰიდროტექნიკურ ნაგებობას წარმოადგენდა.
  2. მდინარე ხულოს მუნიციპალიტეტში, აჭარისწყლის აუზში.
    Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9