მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სხალტბის დასავლეთით 1,5 კილომეტრზე, სასაფლაოზე, მდებარე ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი – აგურით ნაგები ერთნავიანი ეკლესია, რომლის სამხრეთის კარის თავზე მოთავსებული წარწერის თანახმად, ეკლესია 1669 წელს ეკლესია აუშენებია ივანე ზედგენიძის ძეს სახლთუხუცესს შიოშსა და მის მეუღლეს თამარს.
Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]