ქალაქგარეთა დასასვენებელი ადგილი.
საცხოვრებელი სახლი სააგარაკო ადგილას.
სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში (ლისის თემის საკრებულო). მდებარეობს თბილისის დასავლეთით 8 კილომეტრზე. ზღვის დონიდან - 780 მეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 141 კაცი.
ყოფილი კავაქლუქი სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (მოიცავს 3 სოფელს: აგარაკი, რიაფშა, წანიგვართა). ზღვის დონიდან - 150 მეტრი, შავი ზღვიდან - 3,5 კილომეტრი, გუდაუთიდან - 34 კილომეტრი. ამჟამად კონტროლდება აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების მიერ. საქართველოს უახლესი (2010 წ) კანონმდებლობით მიეკუთვნება „რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს“.
ოჩამჩირის მუნიციპალიტეტის სოფელ დაჩის ძველი სახელი.
დაბა სომხეთში.
Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]