აჩაჩი
ძველებური ქართული სახვნელი იარაღი (კავი), გავრცელებული იყო მთელ საქართველოში, განსაკუთრებით ფშავსა და ქართლ-კახეთში. შედგებოდა კავიანი მხარის ანუ რვილის, ქუსლ-კბილას, ერქვანის, ხმალას, სახნისის, საკვეთელისა და სოლებისაგან
Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]