0

უა უბ უგ უდ უე უვ უზ უთ უი უკ ულ უმ უნ უო უპ უჟ ურ უს უტ უუ უფ უქ უღ უყ უშ უჩ უც უძ უწ უჭ უხ უჯ უჰ
უბა უბე უბი უბნ უბო უბრ უბს

უბისის სამონასტრო კომპლექსი

წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი და სამონასტრო კომპლექსი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ უბისის ჩრდილო-აღმოსავლეთით, იმერეთში. უბისის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობას თავდაპირველად საფუძველი ჩაეყარა მე-9 საუკუნეში, როდესაც საქართველოში არაბთა ბატონობისაგან განთავისუფლების შემდეგ ფართომასშტაბით მიმდინარეობდა სამონასტრო-საგანმანათლებლო კერების მშენებლობა, რომელსაც სათავეში ედგა მწიგნობარი და საეკლესიო მოღვაწე გრიგოლ ხანძთელი. გრიგოლ ხანძთელს და მის მოწაფეებს, ქრისტეფორეს და თეოდორეს, აფხაზთა მეფის, დემეტრეს სამფლობელო ში, მარგვეთში, აუგიათ უბისის მონასტერი.
Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9