0

მ- მა მბ მგ მდ მე მვ მზ მთ მი მკ მლ მმ მნ მო მპ მჟ მრ მს მტ მუ მფ მქ მღ მყ მშ მჩ მც მძ მწ მჭ მხ მჯ
მე მე მე, მეა მებ მეგ მედ მეე მევ მეზ მეთ მეი მეკ მელ მემ მენ მეო მეპ მეჟ მერ მეს მეტ მეუ მეფ მექ მეღ მეყ მეშ მეჩ მეც მეძ მეწ მეჭ მეხ მეჯ მეჰ

მესხეთის ქედი

ძვ. ღადო, ლომსია ანუ ფერსათი
მცირე კავკასიონის შემადგენელი ქედი უკიდურეს დასავლეთ ნაწილში (ადიგენის, ახალციხის, ბაღდათის მუნიციპალიტეტები). წყალგამყოფია, ერთი მხრივ, მდინარეების კინტრიშის, ნატანების, სუფსისა და რიონის მარცხენა შენაკადებისა, მეორე მხრივ, აჭარისწყლის, ქვაბლიანისა და მტკვრის მარცხენა შენაკადთა აუზებისა. ოდიშ-გურიის დაბლობს გამოყოფს აჭარისა და ახალციხის მთიანი ქვაბულებისაგან. გადაჭიმულია შავი ზღვის აჭარის სანაპიროდან ბორჯომის ხეობამდე. სიგრძე – 140 კილომეტრი, უდიდესი განი – 45 კილომეტრი, უმაღლესი მწვერვალი – მეფისწყარო (2850 მეტრი). 2500 მ-ზე მაღალია აგრეთვე მწვერვალები ხინო, თაგინაური, საყორნია, ზოტიმერია, დიდმაღალი, სანისლია, ნაგება. მესხეთის ქედზე არის ზეკარის უღელტეხილი (2180 მ), რომელზეც გადადის საავტომობილო გზა. ქედი აგებულია უმთავრესად ეოცენის ვულკანოგენური წყებებით. ქედის დასავლეთ ნაწილს ჩრდილოეთიდან ეკვრის უფრო ახალგაზრდა ქანებით აგებული გურიის სერი, ხოლო შუა ნაწილს სამხრეთიდან - ნეოგენური ლავებით აგებული ფერსათის პლატო. თხემურ ზონაში შემორჩენილია პლეისტოცენური გამყინვარების კვალი. კალთები დასერილია მდინარეების ხანისწყლის, სულორის, სუფსის, ნატანების, კინტრიშის, ჩაქვისწყლისა და სხვა მდინარეების ღრმა ხეობებით. ქედის დასავლეთი ნაწილი გამოირჩევა ატმოსფერული ნალექების მაქსიმალური რაოდენობით (მთა მტირალაზე 4500 მმ). ხეობები მდიდარია მესმეული პერიოდის რელიქტური სუბტროპიკული მცენარეულობით. მესხეთის ქედი 2000-2200 მ სიმაღლემდე შემოსილია ტყით, 1000-1200 მ-მდე შერეული ფოთლიანი ტყეებია (მუხა, რცხილი, წაბლი, წიფელი), ხოლო უფრო ზევით — წიწვიანები (ნაძვი, სოჭი, ზოგან ფიჭვი). თხემურ ზოლში გავრცელებულია სუბალპური და ალპური მდელოები და დეკიანები. ძნელად მისადგომ ადგილებში დიდი რაოდენობით ბინადრობს დათვი, შველი, ირემი, არჩვი. მესხეთის ქედზე არის ბალნეოლოგიური (საირმე, ნაბეღლავი, ზეკარი და სხვა) და კლიმატური (აბასთუმანი, ბახმარო, შუაგორა, გომისმთა და სხვა) კურორტები.
Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9