0

ფა ფე ფთ ფი ფლ ფო ფრ ფს ფტ ფუ ფქ ფშ ფც ფხ
ფშა ფშე ფში ფშნ ფშრ ფშუ

ფშავი

საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. ისტორიულად ხევსურეთთან ერთად „ფხოვად“ იწოდებოდა. უძველეს წყაროებში სწორედ „ფხოვი“ გვხვდება, ფშავი და ხევსურეთი შედარებით გვიან დამკვიდრებული სახელწოდებებია. მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ფშავის არაგვის ხეობაში, ჩრდილოეთ განედის 4215'-4230' და აღმოსავლეთის მისი ფართობი დაახლოებით 550კვ.კმ-ია. ფშავს ესაზღვრება: ჩრდილო-აღმოსავლეთით - კავკასიონის მთავარი ქედი, რომელიც მას ჰყოფს თუშეთისა და პირაქეთა ხევსურეთისაგან, დასავლეთით - პირაქეთა ხევსურეთი, გუდამაყარი, ხანდო და ჭართალი, სამხრეთით - შიდა ქართლი, აღმოსავლეთით - ერწო-თიანეთი. ფშავი ორად იყოფა: ფშავის არაგვის სათავიდან ორწყლამდე უკანაფშავის თემია, ხოლო ორწყალს ქვემოთ, ფშავის არაგვის ქვემო წელში, მაღაროსკარის თემი.
Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9