0

ფა ფე ფთ ფი ფლ ფო ფრ ფს ფტ ფუ ფქ ფშ ფც ფხ
ფშა ფშე ფში ფშნ ფშრ ფშუ

ფშაველი

სოფელი თელავის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მდინარე სტორის (ალაზნის მარცხენა შენაკადი) ნაპირზე. ახმეტა-თელავის საავტომობილო გზაზე. თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს 3 სოფელს: ლალისყური, ლეჩური, ფშაველი). ზღვის დონიდან - 460 მეტრი, თელავიდან - 35 კილომეტრი. თბილისიდან - 186 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1926 ადამიანი. სოფელში არის ისტორიული ძეგლები: წყაროსთავის წმინდა გიორგის ეკლესია, კოხტა ღვთისმშობლის კომპლექსი, წმინდა ევსტატეს ეკლესია, ტალის ციხე, იოანე მახარობლის ეკლესია, ზვარელის წმინდა გიორგის ეკლესია. წყაროებში პირველად იხსენიება XVIII საუკუნეში. სახელწოდება მიიღო ფშაველი მოახალშენეებისაგან. სოფლის ტერიტორიაზე შემორჩენილ ეკლესიათა ნანგრევები ცხადყოფენ, რომ ფშაველი გაცილებით უფრო ძველი სოფელია. გვიან საუკუნეებში სამეფო-სახასო საკუთრება იყო, შედიოდა თორღის საციხისთავოში. XVIII საუკუნეში მიეკუთვნებოდა რუსთაველის სადროშოს. ხუროთმოძღვრული ძეგლებიდან აღსანიშნავია XVIII საუკუნის ციხესიმაგრე. სოფლის მახლობლად დგას ადრინდელი შუა საუკუნეების ხუროთმოძღვრული ანსამბლი - „კოხტა ღვთისმშობელი“, რომელშიც შედის გალავანი, ღვთისმშობლის ეკლესია, შედარებით მომცრო მეორე ეკლესია, სასახლე და სამეურნეო დანიშნულების სხვა ნაგებობანი.
Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9