ქართული ანბანის ოცდამეორე (ძველი ქართული ანბანის ოცდამეხუთე) ასო; მისი სახელია „ქანი“. გრაფიკული სიმბოლო უკანაენისმიერი ფშვინვიერი ხშულ-მსკდომი თანხმოვნისა; ძველ ქართულ სათვალავში აღნიშნავდა ექვსასს (600).
Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]