სოფელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში (მეორე სვირის თემის საკრებულო). მდებარეობს კოლხეთის დაბლობზე. მდინარე ყვირილის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან – 122 მეტრი, ზესტაფონიდან – 14 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 507 ადამიანი.
Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]