0

აა აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აო აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აყ აშ აჩ აც აძ აწ აჭ ახ აჯ აჰ
ახ ახა ახე ახვ ახთ ახი ახკ ახლ ახმ ახნ ახო ახპ ახრ ახს ახტ ახუ ახქ ახშ ახჩ ახც

ახალსოფელი

  1. სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე საგამზე (ივრის შენაკადი). თემის ცენტრი (სოფლები: ახალსოფელი, გოჯიაანები, ჩაბანო, ჭიაურა, ხაიშო). ზღვის დონიდან – 1160 მეტრი, თიანეთიდან – 5 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 312 კაცი.
  2. სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში (საგურამოს თემის საკრებულო), საგურამოს ვაკეზე, მდინარე თეზამის (არაგვის მარცხენა შენაკადი) მარცხენა ნაპირას. ზღვის დონიდან – 650 მეტრი, მცხეთიდან – 10 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 178 კაცი.
  3. სოფელი სამტრედიის მუნიციპალიტეტში (ეწერის თემის თემის საკრებულო), მდებარეობს კოლხეთის დაბლობზე, მდინარე გუბისწყლის (რიონის მარჯვენა შენაკადი) შესართავის დასავლეთით. ზღვის დონიდან – 30 მეტრი, სამტრედიიდან – 4 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 714 კაცი.
  4. სოფელი ტყიბულის მუნიციპალიტეტში (საწირის თემის საკრებულო), მდებარეობს ტყიბულის წყალსაცავის ჩრდილოეთ ნაპირზე. ზღვის დონიდან – 530 მეტრი, ტყიბულიდან – 6 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 429 კაცი.
  5. ყოფილი ძველი გავაზი, სოფელი ყვარლის მუნიციპალიტეტში, ალაზნის ვაკეზე, მდინარეებს ავანისხევისა და შაროხევს შორის. თემის საკრებულოს ცენტრი (სოფელი: ბალღოჯიანი, თივი, თხილისწყარო, სარუსო, საცხენე). ზღვის დონიდან – 440 მეტრი, ყვარლიდან – 15 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 5367 კაცი. ახალსოფელი მდებარეობს ისტორიული გავაზის ტერიტორიაზე. XVIII საუკუნეში ლეკიანობისგან შევიწროებული გავაზის მოსახლეობა გადასახლდა ალაზნის ველზე, სადაც ამავე სახელწოდების სოფელი გაშენდა. ძველი გავაზის ტერიტორია ხელახლა 1850 წელს დაასახლეს.
  6. სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (ფარცხნალის თემის საკრებულო). მდებარეობს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ მთისწინეთზე. ზღვის დონიდან – 640 მეტრი. ხარაგაულიდან – 8 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 244 კაცი.
  7. სოფლები ამბროლაურის, ახალგორის, გარდაბნის, გორის, გუდაუთის, ზნაურის, ზუგდიდის, თეთრი წყაროს, კასპის, ლანჩხუთის, ოზურგეთის, სენაკის, სოხუმის, ქარელის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ხობის მუნიციპალიტეტებში.
    Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9