0

ღა ღდ ღე ღვ ღი ღლ ღმ ღნ ღო ღრ ღუ
ღობ ღოდ ღოლ ღომ ღონ ღორ ღოტ ღოუ ღოღ ღოჯ

ღოღობერიძე ავთანდილ - (1922-1980 წ.წ.)

ფეხბურთელი (თავდამსხმელი, ნახევარმცველი). თამაშობდა სოხუმის „პიშჩევიკში“ (1939), სოხუმის „დინამოსა“ (1940-41) და თბილისის „დინამოში“ (1943-61). სსრკ ნაკრებში ითამაშა 3 მატჩი (1 გოლი), სსრკ უმაღლეს ლიგაში – 341 (127 გოლი). თბილისის „დინამოს“ რეკორდსმენი სსრკ უმაღლეს ლიგაში ჩატარებული მატჩებისა და გოლების მიხედვით. სსრკ ჩემპიონატების ორგზის მეორე (1951, 53) და ოთხგზის მესამე (1946, 47, 50, 59) პრიზიორი. სსრკ თასის გათამაშების ორგზის ფინალისტი (1946, 60). სსრკ ჩემპიონატების ორგზის საუკეთესო ბომბარდირი (1951, 54). სპორტის დამსახურებული ოსტატი.
Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9