0

აა აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აო აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აყ აშ აჩ აც აძ აწ აჭ ახ აჯ აჰ
ახ ახა ახე ახვ ახთ ახი ახკ ახლ ახმ ახნ ახო ახპ ახრ ახს ახტ ახუ ახქ ახშ ახჩ ახც

ახმეტა

ქალაქი საქართველოში, ახმეტის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე ალაზნის მარჯვენა მხარეზე, ზღვის დონიდან 567 მეტრ სიმაღლეზე. გაშენებულია პანკისის ხეობის შესასვლელთან.
- ქალაქი ახმეტა მდებარეობს 3 მდინარის, ილტოს, ალაზნის და ორვილის შესაყარზე.
- ქალაქი ახმეტა ძირითადად სამი მთავარი უბნისაგან შედგება, ესაა უტო, ჟალური და სათიანო, თითოეულ მათგანს თავისი საკუთარი ისტორია აქვს. ჟალური მე-17 საუკუნის დასახლებაა. ამ პერიოდში ერწო-თიანეთიდან გადმოსახლებულან ცალკეული გვარები და ახალი სამოსახლოსთვის ძველი საცხოვრისის სახელი დაურქმევია, ანუ ჟალური (ჟალუთის მხრიდან გადმოსულნი). ისტორიულად ჟალუთის ქვეყანა ერქვა ერწო-თიანეთის მხარეს. სათიანო შედარებით გვიანდელი დასახლებაა და მისი სახელი პირდაპირ მიუთითებს მიგრირებულთა სადაურობას – თიანეთი ანუ თიანელთა (სათიანოს) მოსახლეობის საცხოვრისი. უტო ქალაქის უძველესი დასახლებაა. ამ უბანში ცხოვრობდა ბახტრიონის ცნობილი აჯანყების (1659 წელი) მეთაური ბიძინა ჩოლოყაშვილი.
- გადმოცემის თანახმად ქალაქის სახელდება ანუ ნათლობა მეფეთა-მეფე თამარს მიეწერება. მას უთქვამს ცნობილი სიტყვები – „ახ ნეტავ უტოს წყალი კიდევ დამალევინაო“... „ახ ნეტავ“ შემდგომში დამკვიდრდა, როგორც ტოპონიმი ახმეტა, რომელმაც ტოპონიმი უტო ჩაანაცვლა.
- 1959 წელს სოფელი ახმეტა გარდაიქმნა დაბად, 1966 წელს კი რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქად.
- მოსახლეობა – 8,6 ათასი (2002 წ).
- მანძილი თბილისიდან - 174 კილომეტრი გურჯაანის გავლით და 110 კილომეტრი გომბორის უღელტეხილით.
Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9