0

ყა ყბ ყდ ყე ყვ ყი ყლ ყმ ყნ ყო ყრ ყუ
ყია ყიბ ყივ ყიზ ყით ყილ ყინ ყიპ ყიჟ ყირ ყის ყიტ ყიფ ყიყ ყიშ ყიჭ

ყიფიანი დავით - (1951-2001 წ.წ.)

დიდი ქართველი ფეხბურთელი (თავდამსხმელი, ნახევარმცველი), სპორტის დამსახურებული ოსტატი, თამაშობდა თბილისის „დინამოსა“ (1968-69, 71-82) და „ლოკომოტივში“ (1970). სსრკ ნაკრებში ჩაატარა 19 მატჩი (7 გოლი). ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1976), ევროპის თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში გამა რჯვებული (1981). სსრკ უმაღლეს ლიგაში ითამაშა 245 მატჩი (79 გოლი). სსრკ ჩემპიონი (1978), მეორე (1977) და ხუთგზის მესამე (1971, 72, 76 გაზაფხული, 76 შემოდგომა, 81) პრიზიორი. სსრკ თასის ორგზის მფლობელი (1976, 79) და ფინალისტი (1980). სსრკ წლის საუკეთესო ფეხბურთელი (1977), გრიგორი ფედოტოვის სახელობის ასიანთა კლუბის წევრი (115 გოლი). იყო თბილისის „დინამოს“ (1984-85, 88-91, 95-98), „ლოკომოტივის“ (1988), ნიქოზიის „ოლიმპიაკოსის“ (კვიპროსი, 1992-93), იაროსლ ავლის „შინიკის“ (რუსეთი, 1998), ქუთაისის „ტორპედოსა“ (1999-2000, 2000-01) და საქართველოს ნაკრების (1997, 1999-2001) მთავარი მწვრთნელი.
Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9