0

აა აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აო აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აყ აშ აჩ აც აძ აწ აჭ ახ აჯ აჰ
აჯა აჯე აჯი აჯმ აჯრ აჯუ აჯხ

აჯამეთი

სოფელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში (როდინაულის თემის საკრებულო). მდებარეობს კოლხეთის დაბლობზე. მდინარე ყვირილის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან – 103 მეტრი, ზესტაფონიდან – 26 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 303 ადამიანი. სოფლის მახლობლად არის ძელქვისა და მუხის ტყის აჯამეთის სახელმწიფო ნაკრძალი. ისტორიულ წყაროებში პირველად მოიხსენიება დავით აღმაშენებლის ისტორიკოსთან XI საუკუნის II ნახევარში, როგორც სანადირო ადგილი. ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით „აჯამეთს არს სანადირო მეფეთა, აღვსილი დიდ-მცირეთა ნადირთა“.
Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9