სარწყავი სისტემა ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში. იწყება სოფელ ქვედა საქარასთან, მდინარე ყვირილის მარჯვენა ნაპირზე და მის პარალელურად მიემართება. სოფელ ახალ სვირთან აკვედუკით ყვირილის მარცხენა მხარეზე გადადის. მთავრდება ვარციხესთან, მდინარე ხანისწყალთან. სიგრძე – 30 კილომეტრი. არხში წყლის საშუალო ხარჯი – 3 კუბ.მ/წმ. საექსპლუატაციოდ გადაეცა 1950 წელს. რწყავს 3,5 ათ. ჰექტარ ფართობს.
Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]