ფეხბურთელი, მცველი. თამაშობდა თბილისის „დინამოში“ (1931-40). სსრკ უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 85 მატჩი. სსრკ ჩემპიონატების ორგზის მეორე (1939, 40) და მესამე (1936, შემოდგომა) პრიზიორი. სსრკ თასის გათამაშების ორგზის ფინალისტი (1936, 37). იყო თბილისის „დინამოს“ პირველი კაპიტანი სსრკ-ს ჩემპიონატებში, გუნდის უფროსი (1961-62). სპორტის დამსახურებული ოსტატი.
Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]