0

შა შდ შე შვ შთ ში შკ შლ შმ შნ შო შპ შრ შტ შუ შფ შქ შყ შჩ შხ შჯ
შე შეა შებ შეგ შედ შეე შევ შეზ შეთ შეი შეკ შელ შემ შენ შეპ შერ შეს შეტ შეუ შეფ შექ შეღ შეყ შეშ შეჩ შეც შეძ შეწ შეჭ შეხ შეჯ შეჰ

შენგელია რამაზი - (დაიბადა 1957 წელს)

ფეხბურთელი, თავდამსხმელი. თამაშობდა ქუთაისის „ტორპედოში“ (1973-76), თბილისის „დინამოსა“ (1977-88) და „ჰოლმსუნდში“ (შვედეთი, 1989). სსრკ ნაკრებში ჩაატარა 26 მატჩი (10 გოლი). მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე (1982), ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1980). სსრკ უმაღლეს ლიგაში ითამაშა 283 მატჩი (120 გოლი). ევროპის თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში გამარჯვებული (1981). სსრკ ჩემპიონი (1978), მეორე (1977) და მესამე (1981) პრიზიორი. სსრკ თასის მფლობელი (1979) და ფინალისტი (1980). სსრკ-ს ორგზის წლის საუკეთესო ფეხბურთელი (1978, 81), საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი (1981), სსრკ ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი (1981). სპორტის დამსახურებული ოსტატი.
Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9