0

ჩა ჩბ ჩე ჩვ ჩი ჩკ ჩლ ჩმ ჩნ ჩო ჩრ ჩუ ჩქ ჩხ
ჩია ჩიბ ჩიგ ჩიე ჩივ ჩიზ ჩით ჩიკ ჩილ ჩიმ ჩინ ჩიო ჩიპ ჩიჟ ჩირ ჩის ჩიტ ჩიუ ჩიფ ჩიქ ჩიღ ჩიყ ჩიშ ჩიჩ ჩიხ ჩიჯ

ჩივაძე ალექსანდრე - (დაიბადა 1955 წელს)

ფეხბურთელი, ნახევარმცველი, მცველი. თამაშობდა თბილისის „დინამოში” (1974-87). სსრკ ნაკრებში ჩაატარა 46 მატჩი (26 – კაპიტნად, 3 გოლი). 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მონაწილე (1982). სსრკ უმაღლეს ლიგაში ითამაშა 323 მატჩი (44 გოლი). ევროპის თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში გამარჯვებული (1981), სსრკ ჩემპიონი (1978), მეორე (1977) და სამგზის მესამე (1976 გაზაფხული და შემოდგომა, 81) პრიზიორი. სსრკ თასის ორგზის მფლობელი (1976, 79) და ფინალისტი (1980). სსრკ წლის საუკეთესო ფეხბურთელი (1980). „ფრანს ფუტბოლის” გამოკითხვაში დაიკავა მე-8 ადგილი (1981). იყო საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი (1993-96, 2001-03).
Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9