მდინარე ზესტაფონის და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში, ყვირილის მარჯვენა შენაკადი, წარმოიქმნება მდინარეების ბუჯისა და ძუსის შეერთებით, 170 მეტრ სიმაღლეზე. სიგრძე - 23 კილომეტრი, აუზის ფართობი - 365 კვ.კმ. საზრდოობს თოვლის, წვიმის და მიწისქვეშა წყლით. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან - 11,4 კუბ.მ/წმ.
Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]