ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1956 წელს. დამდგმელი რეჟისორი - დავით რონდელი. სცენარის ავტორები - კონსტანტინე ლორთქიფანიძე, ემანუილ ფეიგინი. დამდგმელი ოპერატორები - ლევ სუხოვი, არჩილ ფილიპაშვილი. კომპოზიტორი - სულხან ცინცაძე. მთავარ როლებში: ლია ელიავა (ნინო), ზურაბ ლაფერაძე (გიორგი ჩოხელი), ედიშერ მაღალაშვილი (ლევან გელაშვილი), ვახტანგ ნინუა (შაქრო), ნინელი ცინცაძე (ივლიტა), ბუხუტი ზაქარიაძე (მამუკა), გოჩა აბაშიძე (თედო).
Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]