ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, იკარიოსისა და ფერია პერიბოეს ქალიშვილი, ოდისევსის ცოლი, ტელემაქეს დედა. ერთგული, ქმრისმოყვარული და იდეალური ცოლის განსახიერება; პენელოპეს შრომა - დაუსრულებელი სამუშაოს სინონიმი.
Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]