მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტში, გუდამაყრის არაგვის მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ კალთაზე. სიგრძე 14 კილომეტრი, აუზის ფართობი 60,2 კვ.კმ. მიედინება ვიწრო ხეობაში, შესართავთან აჩენს რიყით აგებულ გამოზიდვის კონუსს. საზრდოობს ატმოსფერული ნალექებით და მიწისქვეშა წყლით.
Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]