სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ფასანაურის სადაბო საკრებულო), გუდამაყრის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე არაგვის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 1460 მეტრი, დუშეთიდან - 41 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 41 კაცი.
Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]