სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში (ლისის თემის საკრებულო), თრიალეთის ქედის აღმოსავლეთ დაბოლოებაზე, მდინარე დიღმისწყლის სათავეში. ზღვის დონიდან – 1080 მეტრი, მცხეთიდან – 20 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 13 კაცი.
Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]