0

აა აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აო აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აყ აშ აჩ აც აძ აწ აჭ ახ აჯ აჰ
აბა აბბ აბგ აბდ აბე აბვ აბზ აბი აბკ აბლ აბო აბჟ აბრ აბს აბუ აბღ აბშ აბც აბჯ აბჰ

აბანო

  1. ტანის დასაბანად საგანგებოდ მოწყობილი შენობა, სადაც, ცხელი წყლის გარდა, ზოგკერ იყენებენ ცხსელ ჰაერს (თურქული, ფინური) ან ორთქლს (რუსული).
  2. უღელტეხილი კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში. გადასასვლელი მდინარე სტორის ხეობიდან თუშეთის ალაზნის ხეობაში. ზღვის დონიდან – 2950 მეტრი (აბანოს სერი).
  3. მყინვარი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მყინვარწვერის მასივის აღმოსავლეთ კალთაზე.
  4. სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტში (ბრეზის თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარე ლოპანისწყლის ნაპირებზე. ზღვის დონიდან – 720 მეტრი. ქარელიდან – 27 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 368 კაცი.
  5. სოფელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში (კობის თემის საკრებულო), მდებარეობს თრუსოს ხეობაში, მდინარე თერგის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან – 2160 მეტრი, სტეფანწმინდიდან – 28 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში უკვე აღარავინ ცხოვრობს.
  6. სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში (ყემულთის თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარე სარითარის (ფაწის მარჯვენა შენაკადი) ნაპირზე. ზღვის დონიდან – 1440 მეტრი, ჯავიდან – 20 კილომეტრი. ამჟამად კონტროლდება სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ხელისუფლების მიერ. საქართველოს უახლესი (2010 წ) კანონმდებლობით მიეკუთვნება „რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს“.
    Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9