დაბა ადიგენის მუნიციპალიტეტში, მუნიციპალიტეტის და სადაბო საკრებულოს ცენტრი. მდებარეობს ახალციხის ქვაბულში, მდინარე ქვაბლიანის ნაპირას, ახალციხე-ბათუმის საავტომობილო გზაზე, ქალაქ ახალციხიდან - 32 კმ, თბილისიდან - 245 კმ. ზღვის დონიდან 1240 მ. დაბის სტატუსი მიენიჭა 1961 წელს. მოსახლეობა 1.0 ათასი (2002).
Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]