მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი, ძირითადად ევროპის ბალკანეთის ნახევარკუნძულზე მცხოვრები ერი. XX-XXI საუკუნეების ზღვარზე ბერძენთა რიცხვი მთელ მსოფლიოში აღწევს 12,5 მილიონს. სამეტყველო ენა - ახალი ბერძნული. მორწმუნენი ძირითადად მართლმადიდებელნი არიან.
Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]