ინდოევროპულ ენათა ოჯახის განკერძოებული წევრი. ამ ენის განვითარების სამი ეტაპი გამოიყოფა: 1) ძველი (ახ.წ.აღ. 330 წლამდე, კონსტანტინოპოლის დაარსებამდე). 2) ბიზანტიური (XV საუკუნიდან 1453 წლამდე, კონსტანტინოპოლის დაცემამდე). 3) თანამედროვე ანუ ახალი (XV საუკუნიდან დღემდე). ბერძნულ ენაზე მსოფლიოში დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი ლაპარაკობს.
Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]