სოფელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს იმერეთის მაღლობის დასავლეთ ნაწილში. მდინარე ყვირილის მარჯვენა ნაპირას. ბოსლევის თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს 6 სოფელს: გამოღმა ბოსლევი, გაღმა ბოსლევი, დიდწიფელა, მარცხენა რკვია, მარჯვენა რკვია). ზღვის დონიდან - 400 მეტრი, ზესტაფონიდან - 15 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 265 ადამიანი.