0

ბა ბგ ბდ ბე ბვ ბზ ბი ბლ ბმ ბნ ბო ბპ ბჟ ბრ ბს ბუ ბფ ბღ ბწ ბჭ ბჯ ბჰ
ბე ბე- ბეა ბებ ბეგ ბედ ბეე ბევ ბეზ ბეთ ბეი ბეკ ბელ ბემ ბენ ბეო ბეპ ბეჟ ბერ ბეს ბეტ ბეუ ბეფ ბექ ბეღ ბეყ ბეშ ბეჩ ბეც ბეწ ბეჭ ბეხ ბეჯ ბეჰ

ბეხნარი

ქვედა პალეოლითური (ადრინდელი ლევალუა-მუსტიეს ეპოქის) ნამოსახლარი სოფ. სკინდორის (ჭიათურის მუნიციპალიტეტი) ჩრდილოეთით. ძეგლი აღმოჩენილია 1957 წელს (დ. თუშაბრამიშვილი). მიწის ზედაპირზე მოპოვებულია ძირითადად ნუკლეუსები და ანატკეც-ლამელები. იარაღი ნაკეთებია თურონ-სენონის იარუსის მაღალხარისხოვანი მონაცრისფრო და მოყავისფრო ადგილობრივი კაჟისაგან. გვხვდება ერთფუძიანი, ორფუძიანი, ე. წ. „კუს ბაკნის“ მოყვანილობის ნუკლეუსები, ლევალუას ტიპის ანატკეცები, წვეტანები და ლამელები, მუსტიეური წვეტანები, სხვადასხვა სახი სახოკები, მცირე ზომის ხელცულები, დისკოები, შუბისებური და საჩეხი იარაღი და სხვა; კაჟის მასალა გამოირჩევა მოყვათილო და მოვარდისფერო სქელი პატინით.
Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9