სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ჟინვალის სადაბო საკრებულო), მდინარე ხორხულას (ერთვის ჟინვალის წყალსაცავს). მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან – 1080 მეტრი, დუშეთიდან – 55 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 13 კაცი.
Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]