სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში, (ქვაციხის თემის საკრებულო), მდებარეობს მდინარე ბუჯის (ყვირილის აუზი) მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან – 520 მეტრი, ჭიათურიდან – 23 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 603 კაცი.
Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]