0

ბა ბგ ბდ ბე ბვ ბზ ბი ბლ ბმ ბნ ბო ბპ ბჟ ბრ ბს ბუ ბფ ბღ ბწ ბჭ ბჯ ბჰ
ბო ბო ბოა ბობ ბოგ ბოდ ბოე ბოვ ბოზ ბოთ ბოი ბოკ ბოლ ბომ ბონ ბოო ბოპ ბოჟ ბორ ბოს ბოტ ბოუ ბოფ ბოქ ბოღ ბოყ ბოშ ბოჩ ბოც ბოძ ბოჭ ბოხ ბოჯ ბოჰ

ბოდავი

  1. მთა დუშეთის მუნიციპალიტეტში, ქართლის ქედის დასავლეთ განშტოებაზე, მდინარე ბოდავისხევის მარცხენა ნაპირზე (სიმაღლე –1479 მეტრი).
  2. სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ჟინვალის სადაბო საკრებულო), მდინარე ბოდავისხევის (არაგვის სისტემა) მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან – 1840 მეტრი, დუშეთიდან – 20 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 32 კაცი. ბოდავის ჩრდილო-აღმოსავლეთით 2-3 კილომეტრზე, მდინარე ბოდავისხევის ნაპირას ტყეში, დგას ღვთისმშობლის ეკლესია „ფუძნარი“, რომელიც აგებული უნდა იყოს XIII საუკუნის I ნახევარში; აშენებულაი ნატეხი ქვითა და შირიმის კვადრებით.
    Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9