სპორტსმენი (ტრამპლინიდან თხილამურებით ხტომა). სსრკ ექვსგზის (1953, 56, 60, 62, 69, 72) და სსრკ ხალხთა სპარტაკიადის (1962) ჩემპიონი, სსრკ თასის სამგზის მფლობელი (1968, 70, 72). 1956 წლის კორტინა დ’ამპეცოს (XXX ადგილი), 1960 წლის სკვო-ველის (IX ადგილი), 1964 წლის ინსბრუკისა (XXVII ადგილი) და 1972 წლის საპოროს (70 მ ტრამპლინი – IX ადგილი; 90 მ ტრამპლინი – XXXV ადგილი) ზამთრის ოლიმპიური თამაშების მონაწილე. სპორტის დამსახურებული ოსტატი (დაიბადა 1934 წელს).
Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]