დედამიწის ზედაპირის ნაწილი, რომელსაც გაშლილ ადგილზე ხედავს დამკვირვებლის თვალი; ხაზი, რომლის გაყოლებაზეც ცა თითქოს დედამიწას ეხება.
გადატანით, თვალთახედვა.
წყლის სიმაღლე (მდინარეებში, ზღვაში, ტბაში).
ჰორიზინტალური სიბრტყე, რომელიც გადაკვეთს წიაღისეულის საბადოს რაიმე დონეზე.
Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]