ავსტრიის რესპუბლიკა, გერმ. Republik Osterreich – „აღმოსავლეთის ქვეყანა“ - სახელმწიფო ცენტრალურ ევროპაში, მდინარე დუნაის აუზში. ჩრდილოეთით ესაზღვრება ჩეხეთი, ჩრდილო-აღმოსავლეთით – სლოვაკეთი, აღმოსავლეთით – უნგრეთი, სამხრეთით – სლოვენია, იტალია და შვეიცარია, დასავლეთით – ლიხტენშტეინი, შვეიცარია და გერმანია.
- დამოუკიდებლობის დღე – 1955 წლის 27 ივლისი.
- ჰიმნი - „Land der Berge, Land am Strome“.
- მმართველობის ფორმა – საპარლამენტო რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური – პრეზიდენტი.
- საკანონმდებლო ორგანო – ორპალატიანი პარლამენტი.
- ფართობი – 83 871 კვ. კმ.
- შედგება რვა მხარისაგან და ადმინისტრაციულად მათთან გათანაბრებული ვენის რეგიონისგან.
- მოსახლეობა – 8,2 მილიონი.
- სიმჭიდროვე – 97 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
- ოფიციალური ენა – გერმანული.
- დედაქალაქი – ვენა.
- ეროვნული ვალუტა – ევრო.
- ქვეყნის კოდი – AUT.
- დროის სარტყელი – UTC +1.
- სატელეფონო კოდი – +43.
- ინტერნეტ-დომენი – at.
Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]