ისლამური რესპუბლიკა ავღანეთი, Jumhuri-yi Islami-yi Afganistan
- სახელმწიფო სამხრეთ-დასავლეთ აზიაში. დასავლეთით და სამხრეთით ესაზღვრება ირანი, სამხრეთით – პაკისტანი, აღმოსავლეთით – ჩინეთი, ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით – შუა აზიის ქვეყნები: თურქმენეთი, უზბეკეთი და ტაჯიკეთი.
- დამოუკიდებლობის დღე (დიდი ბრიტანეთისგან) – 1919 წლის 19 აგვისტო.
- ჰიმნი „Soroud-e Melli“ (ეროვნული სიმღერა).
- მმართველობის ფორმა – საპრეზიდენტო რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური – პრეზიდენტი.
- ფართობი – 647 500 კვ.კმ.
- დაყოფილია 34 პროვინციად (ვილაიეთად).
- მოსახლეობა – 30 მილიონი.
- სიმჭიდროვე – 43 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
- სახელმწიფო ენები – პუშტუ და დარი (სპარსული ენის სახესხვაობა).
დედაქალაქი – ქაბული.
- ეროვნული ვალუტა – ავღანი.
- ქვეყნის კოდი – AFG.
- დროის სარტყელი – UTC +4.30.
- სატელეფონო კოდი – +93.
- ინტერნეტ-დომენი – af.
Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]