0

გა გბ გდ გე გვ გზ გი გლ გმ გნ გო გჟ გრ გუ გფ გჰ
გო გო გოა გობ გოგ გოდ გოე გოვ გოზ გოთ გოი გოკ გოლ გომ გონ გოო გოპ გოჟ გორ გოს გოტ გოუ გოფ გოქ გოშ გოჩ გოც გოძ გოჭ გოხ გოჯ

გომბორის ქედი

კავკასიონის მთათა სისტემასთან დაკავშირებული ქედი; შახვეტილას მთასთან ებმის მთავარი წყალგამყოფი ქედის სახმრეთ ტოტს - კახეთის ქედს (ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, თიანეთის, საგარეჯოს, სიღნაღის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე). მიმართულია ჩრდილოეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ. სიგრძე – 107 კილომეტრი. უმაღლესი მწვერვალი ცივი (1991 მეტრი). აგებულია ძირითადად ცარცული და მესამეული ასაკის დანალექი წყებებით. წარმოადგენს მდინარეების ალაზნისა და ივრის წყალგამყოფს. ჩრდილოეთ კალთაზე ჩაჭრილია მდინარეების ორვილის, ხოდაშნისხევის, თურდოს, კისისხევის, ვანთისხევის, ჭერემისხევის, ფაფრისხევის, ხოლო სამხრეთ კალთაზე - გომბორის, ლაფიანხევისა და სხვა ხეობები. დამახასიათებელია მეწყრები, ბედლენდები, ხელოვნური გამოქვაბულები. ქედის თხემზე მეორეული სუბალპური მდელოებია, კალთებზე - ფოთლოვანი ტყე და ზოგან ფიჭვნარი.
Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9