ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1947 წელს. დამდგმელი რეჟისორი - კონსტანტინე პიპინაშვილი. სცენარის ავტორები - ლევან ასათიანი და კონსტანტინე პიპინაშვილი. დამდგმელი ოპერატორი - ფელიქს ვისოცკი. კომპოზიტორი - ალექსი მაჭავარიანი. მთავარ როლებში: ომარ ჩიტაია (აკაკი წერეთელი - ბავშვობაში), შოთა ქოჩორაძე (აკაკი წერეთელი - ჭაბუკი), მიხეილ ყვარელაშვილი (აკაკი წერეთელი - იუბილარი), სპარტაკ ბაღაშვილი, თამარ ციციშვილი, მედეა ჯაფარიძე, ნატო ვაჩნაძე, კოტე მიქაბერიძე, კოტე დაუშვილი, ლეილა აბაშიძე, ედიშერ მაღალაშვილი, ივანე პერესტიანი, ალექსანდრე ჟორჟოლიანი.
Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]