0

ი- ია იბ იგ იდ იე ივ იზ ით იი იკ ილ იმ ინ იო იპ იჟ ირ ის იტ იუ იფ იქ იღ იყ იშ იჩ იც იძ იწ იჭ იხ იჯ იჰ
ია იაბ იაგ იად იაე იავ იაზ იათ იაი იაკ იალ იამ იან იაო იაპ იაჟ იარ იას იატ იაუ იაფ იაქ იაღ იაყ იაშ იაც იახ იაჰ

იალნოს ქედი

ქედი მცხეთისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში. დაკავშირებულია კავკასიონის სისტემასთან (ქართლის ქედთან), არის საგურამოს ქედის გაგრძელება გარეკახეთის მიმართულებით. ითვლება საშალო სიმაღლის განედურ ქედად. ძველად ეწოდებოდა „აკრიანის ქედი“ (ვახუშტი ბაგრატიონის თანახმად - „იალონი“). სიგრძე – 18 კილომეტრი, უმაღლესი წერტილია იალნოს მთა (სიმაღლე –1874 მეტრი). აგებულია ნეოგენური ნალექი ქანებით. საგურამოს ქედთან შეერთების ადგილზე გადაკვეთილია თბილის-თიანეთის საავტომობილო გზით. წარმოადგენს შემდეგი მდინარეების წყალგამყოფს: თეზმის (არაგვის მარცხენა შენაკადი) და გორანას (ივრის მარჯვენა შენაკადი), აგრეთვე წყალგამყოფია ნორიოსხევის, მარტყოფისხევის და საცხენისისხევის. კალთები შემოსილია მუხნარით, მუხნარ-რცხილნარით და წიფლნარით. თხემზე მეორეული სუბალპური მდელოებია.
Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9